ლუკა მოდრიჩმა შოტლანდიის წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ხორვატიის ნაკრები ჯგუფიდან გაიყვანა!
ნიკოლა ვლასიჩის გოლის შემდეგ, კალუმ მაკგრეგორმა ანგარიშის გათანაბრება და შოტლანდიელების თამაშში დაბრუნება მოახერხა.
მაგრამ ლუკა მოდრიჩის ულამაზესმა ტრიველამ და ივან პერისიჩის თავურმა დარტყმამ მატჩის საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.
გამარჯვება ნიშნავდა, რომ ხორვატები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
პერისიჩმა 17' წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, როცა გოლი ვლასიჩს გაატანინა, თუმცა შოტლანდიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და ტაიმის ბოლოს ხორვატებს დიდი დისკომფორტიც შეუქმნეს.
ჯონ მაკგინს რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, სადაც დომინიკ ლიკვაკოვიჩს სოლიდური სეივის გაკეთება მოუწია, თუმცა ამ მომენტის შემდეგ ხორვატებმა მატჩის სადავეები ხელში ჩაიგდეს და აღარ გაუშვიათ.
რეალის ნახევარმცველმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.