წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებენ თქვენ მიერ წინამდებარე ვებგვერდის (მისამართი: www.adjarabetarena.com შემდეგში - „ვებგვერდი“) მოხმარებასა და ურთიერთობას Adjarabet Arena-სა (შემდეგში - „აჭარაბეთ არენა“) და თქვენს შორის;
წინამდებარე „წესებში“ გამოყენებული ტერმინი „მომხმარებელი“/„თქვენ“ გულისხმობს კონტექსტის გათვალისწინებით, „ვებგვერდის“ ვიზიტორს ან/და „ვებგვერდზე“ რეგისტრირებულ პირს;
წინამდებარე „ვებგვერდზე“ ვიზიტით/წვდომით/რეგისტრაციით და შემდეგში მისი გამოყენებით/სარგებლობით თქვენ დებთ სამართლებრივად მბოჭავ ხელშეკრულებას (შემდეგში -„ხელშეკრულება“ ან „შეთანხმება“) „აჭარაბეთ არენასთან“ და ეთანხმებით ამ „ხელშეკრულების“ პირობებს, რომელიც მოცემულია წინამდებარე წესებსა და პირობებში, „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში” და განთავსებულია (ან დამატებით განთავსდება) „ვებგვერდზე“ (შემდეგში, ერთობლივად - „წესები“);
წინამდებარე „ვებგვერდზე“ რეგისტრაციამდე ან/და „ვებგვერდზე“ ნებისმიერი სახით შესვლით (ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით) თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ „აჭარაბეთ არენას“ წესებსა და პირობებს;
ჩვენს „ვებგვერდზე“ ნებისმიერი მიზნით რეგისტრაციით, წვდომით/გამოყენებით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით „წესებს“, მათ შორის, „კონფიდენციალურობის პოლიტიკას“, ხოლო თუ არ ეთანხმებით, თქვენ არ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს „ვებგვერდზე“, არ გქონდეთ წვდომა ან/და არ გამოიყენოთ ჩვენს „ვებგვერდზე“ არსებული ინფორმაცია/სერვისები;
„წესების“ არ ცოდნა არ წამოადგენს „ხელშეკრულების“ მოშლის წინაპირობას, შესაბამისად, „მომხმარებლები“ არ თავისუფლდებიან „წესებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
„მომხმარებლის“ განცხადებები და გარანტიები„მომხმარებელი“ ადასტურებს და ეთანხმდება, რომ:
მან მიაღწია 18 წლის ასაკს, გააჩნია უფლებამოსილება დადოს წინამდებარე „შეთანხმება“, ნახოს „ვებგვერდზე“ განთავსებული კონტენტი. „აჭარაბეთ არენა“ არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ მიერ კონტენტის ყურების/მოსმენის კანონიერებაზე.
სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარს, „წესების“ პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გააჩნია სრული უფლებამოსილება, იმისთვის, რომ შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე „წესებს“, მათ შორის, „კონფიდენციალურობის პოლიტიკას“;
მის მიერ „აჭარაბეთ არენასთვის“ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია ზუსტია.
„მომხმარებლის“ აკრძალული ქმედებები
„ვებგვერდზე“ რეგისტრაციის შემდგომ, ასევე, „ვებგვერდის“ წვდომით ან გამოყენებით, მათ შორის, „ვებგვერდის“ კომენტარის ველის გამოყენებისას, ან „ვებგვერდის“ ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას, მათ შორის, „აჭარაბეთ არენასთან“ კომუნიკაციისას, სხვა მომხმარებლებთან ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
შეიცავს მუქარას ან/და მავნე კომენტარებს, შეურაცხყოფას, ცილისმწამებას, ლახავს პატივს, ღირსებასა ან საქმიან რეპუტაციას, ან არღვევს სხვა „მომხმარებლების“/სხვათა უფლებებს, ან მესამე პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;
არის უკანონო, თაღლითური, უხამსი, არაკეთილსინიდისიერი ან „წესების“ სხვა სახით საწინააღმდეგო;
შეიძლება იწვევდეს/გამოწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად;
რომელიც ზღუდავს ან აფერხებს სხვა მომხმარებლების ან სხვა პირების მიერ „ვებგვერდის“ გამოყენებას ან სარგებლობას, ან რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს „აჭარაბეთ არენას“, სხვა მომხმარებლებს;
შეიცავს ვირუსებს, მავნებელ კოდებს, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს „ვებგვერდის“, ან მისი კონტენტის/სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას.
„ვებგვერდით“ სარგებლობისას აკრძალულია „მომხმარებელმა“ განახორციელოს ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი დაცვის ტექნიკური საშუალებების გვერდის ავლისკენ, რომელიც იცავს „ვებგვერდს“ არასანქცირებული გამოყენებისგან, კონტენტის ყურების/მოსმენის/წაკითხისგან, კოპირებისგან, ასევე, ქმედებას, რომელიც მიმართულია IP მისამართით კონტენტის ყურებაზე წვდომის ტერიტორიული შეზღუდვის სისტემების გვერდის ავლისკენ, ასევე, სხვა ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ფუნქციური მახასიათებლების შეცვლისკენ, „ვებგვერდის“ მუშაობის დესტაბილიზაციისკენ.
მკაცრად აკრძალულია „ვებგვერდისა“ და მისი კონტენტის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.
წესების“ დარღვევის შემთხვევაში „აჭარაბეთ არენა“ უფლებამოსილია გააუქმოს/დაბლოკოს თქვენი ანგარიში, არ მოგცეთ ახალი ანგარიშის შექმნის უფლება ან/და სხვა სახით შეგიზღუდოთ წვდომა „ვებგვერდზე“. დარღვევის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ინფორმაცია შეიძლება გადაეგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, „მომხმარებელი“ სრულადაა პასუხისმგებელი „აჭარაბეთ არენასთვის“ და მისი კონტრაქტორებისთვის მიყენებულ ზიანზე (მათ შორის, ხარჯებზე).
შემოწმება
პლატფორმის დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის „აჭარაბეთ არენა“ უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს ჩაატაროს უსაფრთხოების შემოწმება „მომხმარებლის“ აქტივობის, „წესების“ დარღვევის ფაქტების გამოსავლენად.
რეგისტრაცია და ავტორიზაცია, „მომხმარებლის“ ანგარიში
„აჭარაბეთ არენაზე“ „მომხმარებლის“ ანგარიშის შექმნის მიზნით თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ „ვებგვერდზე“ რეგისტრაციის გვერდს და გაიაროთ რეგისტრაცია „ვებგვერდზე“ შიდა სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.
„ვებგვერდზე“ შიდა სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას თქვენ შეგყავთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი;
მომხმარებლის სახელი
დაბადების თარიღი;
მობილურის ნომერი ან ელ.ფოსტა.
„ვებგვერდზე“ შესაბამისი ფორმით რეგისტრაციისას თქვენ გაივლით OTP ვერიფიკაციას, კერძოდ:
თქვენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე/ელ.ფოსტაზე მიიღებთ ერთჯერად ექვსნიშნა კოდს;
მიღებული ერთჯერადი ექვსნიშნა კოდი შეგყავთ „ვერიფიკაციის“ ველში და აწვებით შესაბამის „ვერიფიკაციის“ ღილაკს.
შიდა სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლოს (და ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში) ირჩევთ „ვებგვერდზე“ სასურველ პაროლს. ეთანხმებით წინამდებარე „წესებს“ და ასრულებთ რეგისტრაციას.
დაუშვებელია „მომხმარებლის სახელის“ ველში გამოიყენოთ სახელი, რომელიც შეიძლება დამამაცირებელი ან/და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს სხვა პირებისთვის. უკვე გამოყენებული „მომხმარებლის სახელის“ ხელმორედ არჩევა შეუძლებელია.
„აჭარაბეთ არენა“ იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას „მომხმარებელს“ „ვებგვერდზე“ რეგისტრაციის გავლაზე და არ განმარტოს უარის მიზეზი.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ მიერ არჩეული ელ.ფოსტით/მობილური ნომრითა და პაროლით შეძლებთ „ვებგვერდზე“ ავტორიზაციას.
დროის რეალურ მომენტში „მომხმარებელს“ „ვებგვერდზე“ წვდომა შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოწყობილობის და ასეთი მოწყობილობის მხოლოდ ერთი ინტერნეტ-ბრაუზერიდან (web browser).
პაროლის დავიწყების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა „ვებგვერდის“ დახმარებით აღადგინოთ პაროლი, კერძოდ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე სადაც შეგყავთ ის ელ.ფოსტა/მობილურის ნომერი, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული ჩვენთან. თქვენს ელ.ფოსტაზე/მობილურის ნომერზე მიიღებთ ჰიპერბმულს, რომელსაც დააწვებით და გადმომისამართდებით ისევ „ვებგევრდზე“ შესაბამის ფანჯარაში, სადაც მოგიწევთ შეავსოთ ველები „ახალი პაროლი“, „გაიმეორე პაროლი“ და დააჭიროთ ღილაკს „შენახვა“.
პაროლის დაკარგვის (დავიწყების), მისი სხვა პირზე გადაცემის ან მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზიანზე „აჭარაბეთ არენა“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას.
„მომხმარებელი“ სრულად არის პასუხისმგებელი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ყველა ქმედებისთვის, ასევე, ასეთი გამოყენებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე.
„მომხმარებელმა“ უნდა დაიცვას საკუთარი ანგარიშის პაროლის საიდუმლოება, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „აჭარაბეთ არენას“ მესამე პირის მიერ „მომხმარებლის“ ანგარიშის არაავტორიზირებული გამოყენების შემთხვევის შესახებ ან/და შეცვალოს ანგარიშის პაროლი.
„მომხმარებელს“ ეკრძალება სხვა პირებისთვის მისი ანგარიშით სარგებლობის უფლების მინიჭება, პაროლის გასხვისება ან/და მესამე პირზე გადაცემა. პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად „მომხმარებელია“. პაროლის დაკარგვის (დავიწყების), მისი სხვა პირზე გადაცემის ან მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზიანზე „აჭარაბეთ არენა“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას.
არააქტიური ანგარიშები და ანგარიშის გაუქმება „მომხმარებლის“ მიერ
„აჭარაბეთ არენა“ უფლებამოსილია გააუქმოს „მომხმარებლის“ ანგარიში, რომელზეც არ ფიქსირდება ავტორიზაცია უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.
„მომხმარებელს“ შეუძლია ანგარიშის გაუქმების მოთხოვნა დააფიქსიროს დისტანციურად, ელ.ფოსტის Contact@adjarabetarena.com გამოყენებით. შესაძლოა „მომხმარებელს“ ანგარიშის მფლობელობის დასადასტურებლად ეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
ინტელექტუალური საკუთრება
„ვებგვერდი“, „ვებგვერდის“ დიზაინი, დომეინი, პროგრამული უზრუნველყოფა, „ვებგვერდზე“ გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა, მათ შორის და არა მხოლოდ, სასაქონლო ნიშანი, ლოგო, გრაფიკა, ნებისმიერი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, სტატია, ფოტომასალა, ქვიზი, სიმბოლო, ტექსტი, ილუსტრაცია, ვიდეო, პროგრამა, მუსიკა, მელოდია „ვებგვერდის“ მეშვეობით მოწოდებული სერვისები და „ვებგვერდზე“ განთავსებული სხვა ნებისმიერი მასალა წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომლებიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით (შემდგომში - „დაცული ნაწარმოები“).
მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს ან/და არ სცადოს „ვებგვერდზე“ ან/და „დაცულ ნაწარმოებზე“ გამოყენებული/ინტეგრირებული იმ ტექნიკური საშუალებ(ებ)ის გათიშვა, ცვლილება ან/და მათში სხვაგვარად ჩარევა, რომლებიც ზღუდავენ „დაცული ნაწარმოების“ წინამდებარე წესებისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებას.
დაუშვებელია ნებისმიერი პირის მიერ „დაცული ნაწარმოების“ ან/და მისი რომელიმე ნაწილის რეპროდუცირება, გამეორება, კოპირება, გაყიდვა, გადაყიდვა დამუშავება, დანაწევრება, გამოქვეყნება, ატვირთვა, გადაცემა, საჯარო გაცნობა, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება, გამოცემა, კაბელით გადაცემა, ეთერში გადაცემა, რეპროგრაფიული გამრავლება, ჩაწერა ან/და ნებისმიერი სხვა კომერციული მიზნით გამოყენება „აჭარაბეთ არენას“ ან/და „დაცული ნაწარმოების“ კანონიერი მესაკუთრის/მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
„აჭარაბეთ არენა“ „ვებგვერდზე“ წვდომას უზრუნველყოფს მხოლოდ „მომხმარებლების“ პირადი, არაკომერციული მიზნით.
„დაცული ნაწარმოების“ ნებისმიერი არაავტორიზებული/არამიზნობრივი გამოყენება „აჭარაბეთ არენას“ ან/და მათი კანონიერი მესაკუთრის/მფლობელის ნებართვის გარეშე არის უკანონო და შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„აჭარაბეთ არენას“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, „მომხმარებლის“ წინასწარი შეტყობინების გარეშე წაშალოს ან შეცვალოს „ვებგვერდზე“ არსებული „დაცული ნაწარმოები“ ან/და მისი ნებისმიერი ნაწილი ან/და განათავსოს/დაამატოს „ვებგვერდზე“ ნებისმიერი სხვა მასალა.
გამოქვეყნებული ინფორმაცია და სარგებლობის პირობები
„ვებგვერდზე“ შესაძლოა განთავსდეს ინფორმაცია მოედან „აჭარაბეთ არენაზე“ დაგეგმილი ღონისძიებების ან/და სხვა ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, მათ შორის, დასასწრები ბილეთების შეძენის შესახებ და ჰიპერბმული - ბილეთების შესაძენი ვებგვერდის შესახებ. სიცხადისთვის, „ვებგვერდი“ არ არის ჩართული ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ან/და ბილეთების გაყიდვაში (ჩვენთან არ დებთ ხელშეკრულებას ბილეთების ყიდვის ან ღონისძიებების თაობაზე) და არ ვიძლევით გარანტიას ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ვებგვერდზე“ დამატებით შესაძლოა განთავსდეს სხვადასხვა სპორტული მოვლენის პირდაპირი სტრიმი “Setanta Sports -დან” (იხ. https://setantasports.com/ka/). ავტორიზირებული სტრიმის ყურებას/მოსმენას შეძლებთ „ვებგვერდზე“ რეგისტრაციის შემდეგ; ხოლო არაავტორიზირებული სტრიმის ყურების/მოსმენის შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეს „ვებგვერდზე“ არარეგისტირებულ „მომხმარებელსაც“. „აჭარაბეთ არენა“ არ იღებს ვალდებულებას “Setanta Sports“-ის კონტენტის/ინფორმაციის სისწორესა (მათ შორის, დროის სიზუსტეზე) და ტექნიკურ/რეკლამით უწყვეტობაზე, ასევე, მოწოდებულ „სტრიმებში“ განთავსებულ, გამოყენებულ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციაზე/ რეკლამაზე.
როდესაც გაწვდით მესამე მხარის მომსახურებაზე ინფორმაციას (მაგ., აჭარაბეთ არენაზე გასამართი ღონისძიების შესახებ) ან გთავაზობთ მათ მომსახურებაზე წვდომას ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე (მაგ., tkt.ge; biletebi.ge და სხვ.), ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მოწოდების მიზნით, იმის დაშვებით, რომ მსგავსი ინფორმაცია შეიძლება გამოსადეგი იყოს თქვენთვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს ჩვენ მიერ „ვებგვერდზე“ განთავსებული მესამე პირების მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან/და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და ვებგვერდების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნე კონტენტისგან.
„აჭარაბეთ არენა“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს „ვებგვერდზე“ განთავსებული კონტენტი და მისით სარგებლობის პირობები პირადი შეხედულებისამებრ. „აჭარაბეთ არენა“ უფლებამოსილია „მომხმარებელს“ დაუწესოს „ვებგვერდზე“ განთავსებული კონტენტის გამოყენების/წაკითხვის/მოსმენის/ყურების სხვადასხვა სახის წვდომაზე შეზღუდვა, რომელიც განპირობებული არასანქცირებული წვდომის თავიდან აცილების მიზნით. „აჭარაბეთ არენა“ ასევე უფლებამოსილია დაადგინოს ნებისმიერი ლიმიტი და შეზღუდვები „ვებგვერდზე“ არსებული სერვისებით სარგებლობაზე, მათ შორის, დაადგინოს ასაკობრივი შეზღუდვები შესაბამისი კონტენტისთვის ან სერვისებისთვის.
„აჭარაბეთ არენას“ პასუხისმგებლობის შეზღუდვა
„აჭარაბეთ არენა“ არ აგებს პასუხს მესამე პირების (მათ შორის, მოედან აჭარაბეთ არენა, tkt.ge და სხვა) მოქმედებაზე, მათ ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე ან სხვაგავრად ხელმისაწვდომ ნებისმიერ კონტენტზე, რეკლამაზე, პროდუქტზე და სხვა მასალაზე, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ მესამე პირების ვებგვერდის ბმული განთავსებულია „ვებგვერდზე“, რომელზე დაჭერითაც ხორციელდება შესაბამის მესამე პირების ვებგვერდებზე გადასვლა. „აჭარაბეთ არენა“ არ იღებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებლობას არანაირი სახის ფაქტობრივ თუ სავარაუდო ზიანსა თუ მიუღებელ შემოსავალზე, რომლებიც გამოწვეულია ამგვარი ვებგვერდებისა თუ მასზე განთავსებული კონტენტის გამოყენებით;
„აჭარაბეთ არენა“ არ აგებს პასუხს „მომხმარებლების“ ან ნებისმიერი სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ფლანშეტი და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა „მომხმარებლის“ მიერ „ვებგვერდიდან“ ან/და „ვებგვერდზე“ განთავსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ჩამოტვირთვის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
„აჭარაბეთ არენა“ არ აგებს პასუხს ქსელების, სისტემების, სერვერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, ვირუსებზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე, რომლის შედეგად, შესაძლოა შეწყდეს ან დაყოვნდეს მონაცემთა დამუშავების/გადაცემის პროცესი;
„აჭარაბეთ არენა“ არ აგებს პასუხს მის „ვებგვერდზე“ განთავსებულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარეკლამო ინფორმაციის შინაარსზე, უტყუარობაზე, სიზუსტესა და სანდოობაზე, ასევე რეკლამირებული საქონლის/მომსახურების ხარისხზე.
„აჭარაბეთ არენას“ გარანტიების გამორიცხვა
„აჭარაბეთ არენა“ არ იძლევა „ვებგვერდის“ უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი არ აგებს პასუხს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში „ვებგვერდი“ ან მისი რომელიმე სერვისი მთლიანად ან/და ნაწილობრივ გახდა მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა;
„აჭარაბეთ არენა“ არ იძლევა გარანტიას, რომ „აჭარაბეთ არენაზე“ წვდომა, მათ შორის კონტენტზე ან/და სხვა სერვისებზე, პროგრამული უზრუნველყოფა, დააკმაყოფილებენ მომხმარებლის მოლოდინებს.
ცვლილებები წესებსა და პირობებში
„აჭარაბეთ არენა“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე „ვებგვერდზე“ გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები „წესებში“, მათ შორის, „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“, „მომხმარებლის“ დამატებითი თანხმობისა და მისთვის შეტყობინების გარეშე.
„წესებში“, მათ შორის, „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“ ცვლილებების შემდეგ „ვებგვერდისა“ და სერვისების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება „მომხმარებლის“ თანხმობად ცვლილებებზე. ამდენად, გთხოვთ, „წესებს“ გაეცნოთ ხშირად.
გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე „წესები“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
„აჭარაბეთ არენასა“ და „მომხმარებელს“ შორის წინამდებარე „ვებგვერდთან“ წარმოშობილი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიურად.
შეუსაბამობა ენობრივ ტექსტებს შორის„წესების“ ქართულ და სხვა ენებზე თარმნილ ტექსტებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
კომუნიკაციანებისმიერი საკითხის/პრეტენზიის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ „ვებგვერდის“ ადმინისტრაციას „აჭარაბეთ არენას“ ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათებში) ან მეილზე: Contact@adjarabetarena.com