• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ხორვატებს გავუტანეთ, ბოლო წუთზეეეეე - დიდი გამარჯვებები [ნაწილი 3]
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხორვატებს გავუტანეთ, ბოლო წუთზეეეეე - დიდი გამარჯვებები [ნაწილი 3]

08 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვაგრძელებთ საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებების გახსენებას და დღეს ხორვატიასთან მატჩის ჯერი დადგა.

 

პოლონეთსა და უკრაინაში გასამართი ევრო 2012-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე, თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა ხორვატიასთან, საბერძნეთთან, ისრაელთან, ლატვიასთან და მალტასთან ერთად.

 

2010 წლის სექტემბერში, ჩვენმა ნაკრებმა კვალიფიკაცია ორი ფრით დაიწყო - ჯერ სტუმრად საბერძნეთს დაუზავდა (1:1), ოთხ დღეში კი ისრაელს ვუმასპინძლეთ და თამაში ნულოვან ფრედ დასრულდა.

 

ოქტომბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა - 8-ში ქეცბაიას გუნდმა მალტა დაამარცხა (1:0), 12-ში კი ლატვიასთან სტუმრად, ფრე ითამაშა (1:1).

 

ამხელა შესავალი იმის სათქმელად გავაკეთეთ, რომ ხორვატიასთან მე-5 ტურის მატჩს, საქართველოს ნაკრები დაუმარცხებლად და 6 ქულით შეხვდა, ახალგაზრდა ლუკა მოდრიჩის ნალიდერები ხორვატიის გუნდი კი 10 ქულით ჯგუფის ლიდერი იყო.

 

საინტერესო დამთხვევაა, რომ აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს გაიმართა (2011 წლის), ზუსტად 13 წელიწადში კი, იმავე დღეს, ჩვენს გუნდს ისტორიული მატჩის ჩატარების შანსი ექნება, თუ 21-ში ლუქსემბურგის ბარიერს გადალახავს.

 

თემურ ქეცბაიამ და სლავენ ბილიჩმა ამ მატჩზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობები შეარჩიეს:

 

 

საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე, ამისულაშვილი, დაუშვილი (გოგუა, 74), ხიზანიშვილი, კანკავა, კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 47'), იაშვილი (მარცვალაძე, 63)

 

ხორვატია: რუნიე, სტრინიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა, დუიმოვიჩი, რაკიტიჩი (პერიშიჩი, 63), მოდრიჩი, კრანჩარი (იელავიჩი, 71), პეტრიჩი (პრანიჩი, 85), სრნა, კალინიჩი.

 

გაფრთხილება: მარცვალაძე (72') - დიუმოვიჩი (53'), კრანჩარი (66').

 

საბრძოლო თამაში გამოვიდა - მატჩის წინ, თემურ ქეცბაიამ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა: "ვიცი ხორვატიის შესაძლებლობელი, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ." - მაშინ, ეს ნათქვამი დიდად არავინ არ დაიჯერა, თუმცა მოედანზე თემურის გუნდმა საპირისპირო დაამტკიცა.

 

გადავსებული დინამო არენა დაძაბული უყურებდა თამაშს 89 წუთის განმავლობაში, 90-ზე კი სტადიონზეც და მთლიან საქართველოშიც საყოველთაო სიხარულმა დაისადგურა.

 

ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ ბურთი ჯაბა კანკავას დაუგორა, რომელმაც საჯარიმოში ოთარ მარცვალაძეზე ჩააგდო, მან კი მეტოქეს ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა, ლევან კობიაშვილს დაუგორა, დარტყმა და....გოოოოოლ, გოოოოოოოლ, საქართველოს ნაკრებმა გაიტანა, ერთით ნოლი, ერთით ნოლი გოოოოოლლლლლლ... ეჭვიც არ გვეპარება, რომ დავით მინაშვილის ეს ლეგენდარული აღნიშვნა ყველას არაერთხელ გაქვთ მოსმენილი.

 

 

 

ამაზე გახარებული დინამო არენა ბევრჯერ არ გვინახავს - გამარჯვებები ყოფილა, მაგრამ მაშინ ქვეყანაში საყოველთაო სიხარულმა დაისადგურა. საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერთან სხვაობა მხოლოდ ერთ ქულამდე შეამცირა. ნუთუ, ამდენი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მართლაც რეალური გახდა?

 

სამწუხაროდ, სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - ზუსტად სამ დღეში, ისრაელთან სტუმრად დავმარცხდით (0:1). ივნისში ხორვატებმა საკუთარ სტადიონზე რევანში აიღეს (2:1), სექტემბერში ჩვენივე კედლებში ლატვიასთან დავმარცხდით (0:1), შემდეგ იყო მალტასთან ფრე (1:1) და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საბერძნეთთან მარცხი (1:2).

 

ისე გამოვიდა, რომ ხორვატიასთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის იმ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ხმაურიანი, დასამახსოვრებელი, მაგრამ აგრეთვე უკანასკნელიც გამოდგა. 

 

საბოლოოდ, 2 მოგებით, 4 ფრითა და 4 მარცხით, საქართველომ 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და მხოლოდ მალტას გადაასწრო, რომელმაც ის თავისი ერთი ქულაც სწორედ ჩვენს წინააღმდეგ მოიპოვა.

 

საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი გოლი ლევან კობიაშვილისთვის ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი გამოდგა - ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საქართველოს მაისურით 12 გოლი გაიტანა და ბოლო - სწორედ ხორვატიასთან.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დინამო არენაზე გამართული შეხვედრა არასდროს არ დაავიწყდება ივან პერიშიჩს, რომლის დებიუტი ნაკრებში სწორედ ამ დღეს შედგა, როცა 63-ე წუთზე მან რაკიტიჩი შეცვალა.

 

 

იმედი ვიქონიოთ, რომ 26 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში კიდევ ერთი, ბევრად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, გამოსადეგი გამარჯვებით შევა ისტორიაში. თუმცა, წინ ჯერ ლუქსემბურგია...

 

ხორვატია
დიდი გამარჯვებები
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ჯგუფიდანაც გავალთ", - ილია თოფურია საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჯგუფიდანაც გავალთ", - ილია თოფურია საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს EA Sports FC 24-ში ვიხილავთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს EA Sports FC 24-ში ვიხილავთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდას და იარემჩუკს ვალენსიაში დახვდნენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდას და იარემჩუკს ვალენსიაში დახვდნენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

Goal-ის აზრით, მონაწილეებს შორის ევროს მოგების ყველაზე მცირე შანსი ჩვენ გვაქვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Goal-ის აზრით, მონაწილეებს შორის ევროს მოგების ყველაზე მცირე შანსი ჩვენ გვაქვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

28 მარ, 2024

"ჯგუფიდანაც გავალთ", - ილია თოფურია საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა

News image

28 მარ, 2024

საქართველოს ნაკრებს EA Sports FC 24-ში ვიხილავთ

News image

28 მარ, 2024

მამარდას და იარემჩუკს ვალენსიაში დახვდნენ

News image

28 მარ, 2024

Goal-ის აზრით, მონაწილეებს შორის ევროს მოგების ყველაზე მცირე შანსი ჩვენ გვაქვს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება