მან სიტის ნახევარმცველმა, როდრიმ, ლა ლიგის და პრემიერ ლიგის სათამაშო სტილი შეადარა.
- როცა ლა ლიგიდან პრემიერ ლიგაში გადმოხვედი, რა შეიცვალა შენთვის, როგორც საყრდენი ნახევარმცველისთვის?
„ეს სპორტის თითქმის სხვადასხვა სახეობებია (იცინის). მთავარია - რითმს ხვდებოდე. ლა ლიგაში ვერ ითამაშებ ისეთივე ტემპში, როგორც პრემიერ ლიგაში, იმიტომ რომ თანაგუნდელები არ აგყვებიან. ესპანეთში მომთმენად და ტაქტიკაზე დაყრდნობით თამაშობენ, გუნდებმა უკეთ იციან, ბურთს რა უყონ.
ინგლისში, ყველაფერი გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ინტენსივობაზე. მახსოვს ჩემი დებიუტი ვესტ ჰემის წინააღმდეგ, როცა დასაფიქრებლად ნახევარი წამიც კი არ მქონდა, მეტოქე უკვე წინ მედგა. უფრო სწრაფად ფიქრის სწავლა მომიწია, ფიზიკური კონტაქტის არიდება, რათა ბურთი შემენარჩუნებინა." - აღნიშნა მან სიტის ნახევარმცველმა.