• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ალვარესი, ფოდენი, დოკუ VS ისაკი - FA თასზე თავის გამოჩენის შანსი
ფეხბურთიფეხბურთი

ალვარესი, ფოდენი, დოკუ VS ისაკი - FA თასზე თავის გამოჩენის შანსი

16 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

FA თასის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტი ნიუკასლს უმასპინძლებს.

 

ამ ეტაპზე მოსახვედრად ქალაქელებმა ლუტონი დაამარცხეს 2-6, კაჭკაჭებმა კი ბლექბერნს სძლიეს 1-2.

 

სიტიმ და ნიუკასლმა ამ სეზონში უკვე 3 ურთიერთშეხვედრა ჩაატარეს. პრემიერ ლიგის მე-2 ტურში გვარდიოლას გუნდმა ხულიან ალვარესის გოლით 1-0 დაამარცხა მეტოქე.

 

შემდეგ გუნდები ერთმანეთს კარაბაო თასის 1/16 ფინალში შეხვდენ, სადაც უკვე ედი ჰაუს შეგირდებმა იმარჯვეს იმავე ანგარიშით. გამარჯვების გოლი ალექსანდერ ისაკმა გაიტანა.

 

ჩემპიონატის 21-ე ტურში კი სენტ ჯეიმს პარკზე უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ, სადაც სიტიმ მოიგო  2-3. გოლები სტუმართა მხრიდან ბერნარდუ სილვამ, კევინ დე ბრუინმა და ოსკარ ბობმა გაიტანეს, კაჭკაჭებიდან კი თავი ისაკმა და აარონ გორდონმა გამოიჩინეს.

 

რაც შეეხებათ კონკრეტულად მოთამაშეებს, ამ სეზონში საუცხოო ფორმაშია ფილ ფოდენი, რომლის ანგარიშზეც პრემიერ ლიგაში 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, FA თასზე კი 2 გოლის გატანა მოახერხა. 

 

გამოსარჩევია ხულიან ალვარესის შედეგიც, რომელსაც ჩემპიონატში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს, თასზე კი 1 გოლი და 1 ასისტი.

 

დღეს თავის გამოჩენას შეეცდება ჯერემი დოკუც, რომლის აქტივშიც პრემიერ ლიგაში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, FA თასზე კი მას 1 გოლი აქვს გატანილი.

 

აღარაფერს ვამბობთ ერლინგ ჰალანდზე, რომელმაც ზემოთ აღნიშნულ ლუტონთან შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

 

ნიუკასლის ერთ-ერთი მთავარი იმედი დღევანდელ მატჩში ალექსანდერ ისაკი იქნება, რომელმაც ამ სეზონში სიტი 2-ჯერ დაამწუხრა. პრემიერ ლიგაში შვედს 12 გოლი აქვს გატანილი, FA თასზე კი 2.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები: 

 

სიტი (4-2-3-1) - ორტეგა; უოკერი, დიაში, აკე, გვარდიოლი; როდრი, კოვაჩიჩი; ბობი, ფოდენი/ალვარესი, დოკუ; ჰალანდი.

 

ნიუკასლი (4-3-3) - დუბრავკა; ლივრამენტო, შარი, ბოტმანი, ბარნი; ლონგსტაფი, გიმარაეში, უილოკი; მერფი, ისაკი, ალმირონი.

 

მატჩის მთავარი არბიტრი საიმონ ჰუპერ იქნება, რომელმაც FA თასის მიმდინარე გათამაშებაში 2 შეხვედრაში იმსაჯა და ყვითელი ბარათი მოთამაშეებს მხოლოდ 2-ჯერ უჩვენა, პრემიერ ლიგაში კი 18 შეხვედრაში 86 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაფიქსირდა მის განსჯილ მატჩებში, პენალტი კი ჰუპერმა 2-ჯერ დანიშნა.

 

მანჩესტერ სიტისა და ნიუკასლის შეხვედრა 21:30-ზე დაიწყება.

მან სიტი
FA თასი
ნიუკასლი
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"თქვენი ნერვები არ მაქვს", - კლოპი ჟურნალისტს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თქვენი ნერვები არ მაქვს", - კლოპი ჟურნალისტს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდეო: უხვგოლიანი დრამა ოლდ ტრაფორდზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდეო: უხვგოლიანი დრამა ოლდ ტრაფორდზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდეო: დისასის საოცარი ავტო-გოლი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდეო: დისასის საოცარი ავტო-გოლი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები გაირკვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები გაირკვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მარ, 2024

"თქვენი ნერვები არ მაქვს", - კლოპი ჟურნალისტს

News image

17 მარ, 2024

ვიდეო: უხვგოლიანი დრამა ოლდ ტრაფორდზე

News image

17 მარ, 2024

ვიდეო: დისასის საოცარი ავტო-გოლი

News image

17 მარ, 2024

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები გაირკვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება