როდრიმ AS-თან საუბრისას ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების შანსი შეაფასა.
ნახევარმცველის აზრით, ფურია როხას შეუძლია 2012 წლის შემდეგ პირველი დიდი სანაკრებო ტიტული მოიგოს.
"ერთა ლიგაზე გამარჯვებამ გუნდი დაარწმუნა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოგება შეგვიძლია. ვიცით, რომ ბოლო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგის გამო მთავარი ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ჩვენ გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია."
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ზე B ჯგუფში ხორვატიასთან, იტალიასთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა.