როდრიმ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია გამართა.
გუშინ ესპანელმა ნახევარმცველმა მანჩესტერულ დერბიში სიტისთან ერთად იუნაიტედს 3:1 აჯობა.
როდრისთვის ეს ზედიზედ 59-ე წაუგებელი მატჩი აღმოჩნდა, რაც პრემიერ ლიგის ფეხბურთელებისთვის აბსოლუტური რეკორდია.
უკანასკნელი მარცხი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა 2023 წლის თებერვალში, ტოტენჰემის წინააღმდეგ იწვნია (0:1).
პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის წინა წაუგებელი რეკორდი რიკარდუ კარვალიუს ეკუთვნოდა (58 მატჩი).