რომელუ ლუკაკუმ საუდის პრო ლიგის პერსპექტივაზე ისაუბრა:
"შემდეგ 2 წელიწადში საუდის პრო ლიგას ერთ-ერთ საუკეთესოდ ვხედავ, თუ საუკეთესოდ არა.
კლუბები დიდ ძალისხმევას დებენ, რომ დიდი მოთამაშეები მიიყვანონ. ისინი საკმაოდ ვითარდებიან.
საუდის ლიგა შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი გახდეს." - თქვა ბელგიელმა თავდამსხმელმა.
რომამ გუშინ საუდის არაბეთში ამხანაგური შეხვედრა გამართა ადგილობრივ ალ შაბაბთან და მეტოქე 1-2 დაამარცხა. იტალიელთა მხრიდან გოლები ჟოაო კოშტამ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს, მასპინძელთა შემადგენლობაში კი იანიკ ფერეირა კარასკო გამოირჩა.