დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - საუდის ლიგამ რონალდუ დასაჯა
29 თებ, 2024 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუ უხამსი ჟესტისთვის დასაჯეს.
საუდის ლიგის დისციპლინისა და ეთიკის კომიტეტმა ალ ნასრის ფორვარდს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა იმისთვის, რომ მან ალ შაბაბის გულშემატკივრებს უხამსი ჟესტი უჩვენა მას შემდეგ, რაც მათ მესის სახელის სკანდირება დაიწყეს.
გარდა ამისა, პორტუგალიელი სასჯელის სახით 2.6 ათას დოლარს ლიგას გადაუხდის, 5.3 ათასს კი - ალ შაბაბს.
ამრიგად, რონალდუ საუდის არაბეთის ლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი ალ ჰაზემს დაუპირისპირდება.