ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში რომამ ბრაიტონს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა.
რომაელებმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. მე-13 წუთზე ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, 43-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე რომელუ ლუკაკუმ გაზარდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკვე უფრო დიდი ნაბიჯი გადადგეს მომდევნო ეტაპისკენ, 64-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ, ხოლო 68-ე წუთზე ბრაიან კრისტანტემ შეძლეს გოლების გატანა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორი სტეფან ელ შაარავი გახდა.
დანიელე დე როსის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რომამ უკვე 10 მატჩი გამართა, საიდანაც 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო (ინტერთან). გუნდმა 26 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 14 მარტს გაიმართება.