იურგენ კლოპი მან იუნაიტედთან FA თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტს გაეუხეშა.
1/4 ფინალურ მატჩში ლივერპული დამატებით დროში 3:4 დამარცხდა.
- როგორც წესი, ინტენსივობა თქვენი თამაშის მეორე სახელია, რატომ გაგიჭირდათ დამატებით დროში ასე ძალიან?
ცოტა უცნაური შეკითხვაა, სიმართლე რომ ვთქვა. არ ვიცი, ბოლო პერიოდში ზუსტად რამდენი მატჩი ჩავატარეთ. ზუსტად ისიც არ ვიცი, იუნაიტედმა რამდენჯერ ითამაშა. ეს არის სპორტი.
- ანუ, ლივერპულს ზედმეტად ბევრი მატჩის ჩატარება უწევს?
ო, კარგით რა, აშკარად არ ხართ საუკეთესო ფორმაში და თქვენი ნერვები არ მაქვს." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.