FA თასის 1/4 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ლივერპული მიიღო.
შეხვედრა დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩში დამატებითი დრო ვიხილეთ, საბოლოოდ კი დაპირისპირება წითელი ეშმაკების გამარჯვებით 4-3 დასრულდა.
10' (1-0) სკოტ მაკტომინეი
44' (1-1) ალექსის მაკ ალისტერი
45+2' (1-2) მოჰამედ სალაჰი
87' (2-2) ანტონი
105' (2-3) ჰარვი ელიოტი
112' (3-3) მარკუს რაშფორდი
120+1' (4-3) ამად დიალო
მანჩესტერ იუნაიტედი FA თასის 1/2 ფინალში ასე დრამატულად გავიდა. წითლების გარდა შემდეგ ეტაპზე ქოვენთრი, სიტი და ჩელსი მოხვდნენ.