საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა ფრანგულ კლუბში დაბრუნების შემდეგ გოლის გატანა პირველივე მატჩში მოახერხა.
ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, სადაც ჟორჟმა 21 მატჩში 19 გოლი შეაგდო და მეორე დივიზიონის თანაბომბარდირი გახდა, მეცმა მისი დაბრუნება გადაწყვიტა.
მიქაუტაძის გოლი ნანსის წინააღმდეგ
„თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი. ახალი კონტრაქტი გავაფორმე და მწვრთნელმა გუნდის რიგებში შემიყვანა. არანაირი გარანტია არ მიმიღია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. თუ ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, და ბევრს ვიშრომებ, ყველაფერი კარგად იქნება.
ამავდროულად, გული მწყდება, რომ სერენს ვტოვებ და ამ პროექტის ნაწილი აღარ ვიქნები. ამის შესახებ ბევერენთან მატჩის შემდეგ, ავტობუსში, სერენში იჯარის წესით მყოფ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვსაუბრობდით.
გავაანალიზეთ, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მივედით და საბოლოოდ მთავარ ლიგაში დავწინაურდით. საოცარი თავგადასავალია. სერენი არასდროს დამავიწყდება, ეს ჩემი მეორე ოჯახია“. - განაცხადა მიქაუტაძემ მეცში დაბრუნების შემდეგ