მერსესაიდის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მადრიდის ატლეტიკოს ესტუმრა და ინგლისში 3 ქულა წაიღო.
მიმოხილვა - ატლეტიკო 2:3 ლივერპული
გუნდები ერთმანეთს 2019/20 სეზონის შემდეგ პირველად დაუპირისპირდნენ. მაშინ ენფილდზე ატლეტიკომ 2:3 მოიგო, დღეს კი ლივერპულმა შური ზუსტად იგივე ანგარიშით იძია.
მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც დიეგო სიმეონეს გუნდს 2 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 5 გოლი დააგროვა.
ინგლისელებს 3 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვთ და ჯგუფიდან გასვლა პრაქტიკულად გაინაღდეს, აი ატლეტიკოს სიტუაცია კი პორტოს მოგებამ საგრძნობლად გაართულა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად Whoscored-ის ვერსიით მოჰამედ სალაჰი დასახელდა.