ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებს ანტუან გრიზმანი გამოაკლდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთამაშის 84-მატჩიანი სერია ეროვნულ გუნდში სრულდება.
გრიზმანს 2017 წლის ივნისიდან საფრანგეთის არცერთი მატჩი ჰქონდა გამოტოვებული და ყველა მათგანში მიიღო მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური რეკორდი იყო. შემდეგი საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ პატრიკ ვიეირას ჰქონდა, რომელმაც ნაკრების ზედიზედ 44 შეხვედრაში ითამაშა.
რაც შეეხება ტრავმას, ატლეტიკოს ფეხბურთელმა კოჭის არეში მიიღო დაზიანება და L'Equipe-ის ინფორმაციით 6 კვირამდე გამოტოვებს.