იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • არენა
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სიკვდილის ჯგუფიდან გასული დორტმუნდი პსვ-ს ესტუმრება
ფეხბურთიფეხბურთი

სიკვდილის ჯგუფიდან გასული დორტმუნდი პსვ-ს ესტუმრება

20 თებ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ დაპირისპირებაში პსვ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.

 

პსვ - დორტმუნდი (23:59, 20 თებერვალი) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

პსვ ჯგუფში არსენალთან, ლანსთან და სევილიასთან აღმოჩნდა და მე-2 ადგილი დაიკავა. ნიდერლანდელებმა 9 ქულა დააგროვეს და ლანსს 1 ქულით აჯობეს. გუნდმა 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 წააგო, 8 გოლი გაიტანა და 10 გოლი გაუშვა. პსვ ამ პლეიოფში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯგუფიდან გოლების უარყოფითი ბალანსით გავიდა.

 

ეინდჰოვენელები მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში დაუმარცხებლები არიან (20 მოგება, 2 ფრე) და ცხრილს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. ამ 22 შეხვედრაში მათ 70 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 10 მიიღეს საკუთარ კარში. გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ოფიციალური მარცხი განიცადა. პირველი არსენალთან ჯგუფურ ეტაპზე (4-0), ხოლო მეორე ფეიენოორდთან თასის 1/8 ფინალში (1-0).

 

რაც შეეხება დორტმუნდელებს, ბორუსია საყოველთაოდ აღიარებულ სიკვდილის ჯგუფში პსჟ-სთან, მილანთან და ნიუკასლთან მოხვდა და ეს რთული ბარიერი პირველ ადგილზე გასვლით დაძლია. გერმანელებმა 11 ქულა დააგროვეს, 3 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 1 წააგეს, 7 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს. 

 

დორტმუნდს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ბუნდესლიგაში თამაში არ წაუგია (4 მოგება, 4 ფრე), სატურნირო ცხრილში კი 41 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, მესამეადგილოსან შტუტგარტს 5 ქულით ჩამორჩება, მდევარ ლაიფციგს კი 1 ქულით უსწრებს.

 

გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, რომელშიც დორტმუნდმა 4-1 იმარჯვა, მანამდე კი მათი დაპირისპირება მაყურებელმა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგაზე იხილა (პსვ 1-3 დორტმუნდი, დორტმუნდი 1-1 პსვ).

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

პსვ - ბენიტესი; ტეზე, რამალიო, ბოსკალი, დესტი; ვეერმანი, სხაუტენი, საიბარი; ბაკაიოკო, დე იონგი, ლოსანო.

 

დორტმუნდი - კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ზაბიცერი, იოზჩანი; მალენი, სანჩო, ბინოე-გიტენსი; ფიულკრუგი.

 

მატჩის მთავარი არბიტრი სრდიან იოვანოვიჩი იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ერთ შეხვედრაში იმსაჯა (უნიონ ბერლინი - ბრაგა) და მოთამაშეებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა.

დორტმუნდი
ჩემპიონთა ლიგა
პრევიუ
პსვ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩავი: "პსჟ? დრო მოვიდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი: "პსჟ? დრო მოვიდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო K.O.-ს დაუპირისპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო K.O.-ს დაუპირისპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე: "მიხარია, რომ სახლში ვბრუნდები, ფავორიტი ბარსელონაა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე: "მიხარია, რომ სახლში ვბრუნდები, ფავორიტი ბარსელონაა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: "ჩვენს ბადეში ფინალში გასვლა ყველას შეუძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე: "ჩვენს ბადეში ფინალში გასვლა ყველას შეუძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 მარ, 2024

ჩავი: "პსჟ? დრო მოვიდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია"

News image

17 მარ, 2024

ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო K.O.-ს დაუპირისპირდება

News image

16 მარ, 2024

ენრიკე: "მიხარია, რომ სახლში ვბრუნდები, ფავორიტი ბარსელონაა"

News image

17 მარ, 2024

ლუის ენრიკე: "ჩვენს ბადეში ფინალში გასვლა ყველას შეუძლია"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება