იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • არენა
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო K.O.-ს დაუპირისპირდება
ფეხბურთიფეხბურთი

ჯუზეპე მეაცაზე ლაუტარო K.O.-ს დაუპირისპირდება

17 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერია ა-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ინტერი ნაპოლის მიიღებს.

 

იტალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ინტერი 75 ქულით იმყოფება და მეორეადგილოსან თანაქალაქელ მილანს 16 ქულით უსწრებს, მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი კი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროზონისთვის იბრძვის. შედარებისთვის მე-5 ადგილზე მყოფ რომას 48 ქულა აქვს.

 

შეხვედრა საინტერესო იმით იქნება, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის გამორჩეული შემტევები დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავის ლიდერი ლაუტარო მარტინესი შესანიშნავ ფორმაშია. არგენტინელს 23 გოლი აქვს გატანილი და მდევარ დუშან ვლაჰოვიჩს 8 გოლით უსწრებს.

 

ნეაპოლელთა მხრიდან კი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში K.O.-ს დუეტი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იქნებიან. ნიგერიელის ანგარიშზე ამ სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ქართველის კი - 10 გოლი და 4 ასისტი.

 

აღსანიშნავია, რომ კვარამ სერია ა-ს ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა გოლი და შანსი აქვს ინტერთან ეს სერია გააგრძელოს.

 

რაც შეეხება გუნდებს, ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ნერაძური ატლეტიკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა, პარტენოპეიმ კი ბარსელონასთან წააგო ორი მატჩის ჯამში 4-2.

 

ამ სეზონში ინტერი და ნაპოლი 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სერია ა-ს მე-14 ტურში სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ინძაგის გუნდმა 0-3 იმარჯვა. გოლები ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ნიკოლო ბარელამ და მარკუს ტურამმა გაიტანეს.

 

 

მეორე შეხვედრა კი იტალიის სუპერ თასის ფინალში შედგა, სადაც მილანელებმა ლაუტარო მარტინესის 91-ე წუთზე გატანილი გოლით 0-1 იმარჯვეს და სუპერკოპას მფლობელები გახდნენ.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ინტერი (3-5-2) - ზომერი; ბისეკი, აჩერბი, ბასტონი; დარმანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ფრატეზი, დიმარკო; ტურამი, ლაუტარო.

 

ნაპოლი (4-3-3) - მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

 

მატჩის მთავარი არბიტრი ფედერიკო ლა პენა იქნება, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 დაპირისპირებაში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 57 ყვითელი და 2 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 6 პენალტი დანიშნა.

 

ინტერისა და ნაპოლის შეხვედრა დღეს 23:45-ზე დაიწყება.

ინტერი
ლაუტარო
ნაპოლი
პრევიუ
სერია ა
ვიქტორ ოსიმენი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვიდეო: კვარამ დაადასტურა, რომ შვილს ელოდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიდეო: კვარამ დაადასტურა, რომ შვილს ელოდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა: "არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა: "არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაპოლი კვარას ხელფასს სამჯერ გაუზრდის?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაპოლი კვარას ხელფასს სამჯერ გაუზრდის?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია: "ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, არაუშავს ახლა დაიჯერებენ, ასეთი ქომაგობა არსად მინახავს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია: "ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, არაუშავს ახლა დაიჯერებენ, ასეთი ქომაგობა არსად მინახავს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 მარ, 2024

ვიდეო: კვარამ დაადასტურა, რომ შვილს ელოდება

News image

24 მარ, 2024

კვარა: "არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდება"

News image

28 მარ, 2024

ნაპოლი კვარას ხელფასს სამჯერ გაუზრდის?!

News image

26 მარ, 2024

კვარაცხელია: "ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, არაუშავს ახლა დაიჯერებენ, ასეთი ქომაგობა არსად მინახავს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება