სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Whoscored-მა სერია ა-ს თებერვლის თვის საუკეთესო თერტმეტეული დაასახელა.
სიმბოლურ გუნდში საუკეთესო შეფასებით (8.21) ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, თერთმეტეულში ქართველი ნაპოლის ერთადერთი მოთამაშეა, ყველაზე მეტი წარმომადგენელი (5) კი ინტერს ჰყავს.
კვარამ თებერვალში სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩებში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დააგროვა.