ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ლევანტეს ტრავმის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა.
ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმამდე ბოლო მატჩი 9 დეკემბერს გამართა, ვარჯიში კი სულ ცოტა ხნის წინ განაახლა.
ქოჩორაშვილი ხიხონთან თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, 86-ე წუთზე კი პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
ლევანტემ კი შეხვედრა 1-0 მოიგო. გუნდი 42 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში ასასვლელ საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება.