Ballon d'Or-ის ოფიციალურმა გვერდმა 2026 წლის ოქროს ბურთის 30-კაციანი ნომინანტთა სია გამოაქვეყნა.
საუკეთესო ფეხბურთელების სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლისთვისაც ეს კარიერაში მესამე ნომინაციაა. პირველად ქართველი შემტევი ოქროს ბურთზე 2023 წელს იყო ნომინირებული, ხოლო 2025 წელს პარი სენ-ჟერმენის მაისურით მე-12 პოზიცია დაიკავა.
2026 წლის ნომინანტთა სიაში კლუბების მიხედვით აბსოლუტური დომინანტი პარიზული გრანდია. გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელი გუნდიდან რამდენი ფეხბურთელი მოხვდა 30 საუკეთესოს შორის (რამდენიმე მოთამაშე ტრანსფერების გამო ორი კლუბის სტატუსით ფიგურირებს):
პარი სენ-ჟერმენი - 10 ფეხბურთელი, პარიზელებმა სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი გაიყვანეს
მადრიდის რეალი - 4 ფეხბურთელი
მიუნხენის ბაიერნი - 4 ფეხბურთელი