8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, თბილისში, დინამო არენას სტადიონზე.
ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მოგვიანებით კი გუნდს ის ლეგიონერებიც შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირა დღეს გამართეს.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები
გურამ კაშია (სლოვანი), ლაშა დვალი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (შახტარი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), საბა საზონოვი (ტორინო), საბა კვერკველია (ალ ოხდუდი)
ნახევარმცველები
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი).
თავდამსხმელები
გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფს 12 ქულით შოტლანდიის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც 4 ჩატარებული მატჩიდან 4 მოგება აქვს.
თანაბარი, 4-4 ქულა აქვთ საქართველოსა და ნორვეგიას, თუმცა, ჩვენს ნაკრებს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ესპანეთს 3 ქულა აქვს (თუმცა ფურია როხას კიდევ ორი შეხვედრა აქვს მარაგში).
ჯგუფში ბოლო ადგილს უქულო კვიპროსი იკავებს.
ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოსლოში გაემგზავრება, სადაც 12 ნოემბერს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება
