პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, რომადან გაშვების გამო მწუხარება გამოთქვა.
რომაულმა კლუბმა მოურინიო გასულ თვეში გაუშვა და მის ნაცვლად დანიელე დე როსი დანიშნა.
„რომადან გაშვება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამ აღმოჩნდა, მე ყველაფერი გავიღე. მანდ მუშაობის დროს, ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნაზე ვთქვი უარი.
ასევე, საუდის არაბეთიდანაც მქონდა დიდი შემოთავაზება." - აღნიშნა პორტუგალიელმა.