დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსარჩევი მიღწევა დააფიქსირა.
საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში არგენტინელმა სახლში 50-ე მატჩი ჩაატარა. ატლეტიკო კი ამ შეხვედრებში მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა (32 მოგება, 13 ფრე).
წაგებათა იგივე რაოდენობა სახლში ჩატარებული 50 დაპირისპირებს შემდეგ მხოლოდ ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას აქვთ. ეს 3 მწვრთნელი კი ამ მხრივ საუკეთესოა.
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკომ ინტერი პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
ვიდეო: სიმეონეს ემოციები გამარჯვების შემდეგ