იურგენ კლოპმა მან სიტისთან მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაში გამოარჩია.
„დაუჯერებელია. პირველ 10 წუთში ცოტა ვჩქარობდით, მან სიტი კი ისე მოქმედებდა, როგორც საჭირო იყო. შემდეგ კი, ლივერპულის საუკეთესო მეორე ტაიმი იყო ამ მეტოქესთან მატჩებში.
კი, მეტოქემ ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ ჩვენ 2-3 გოლი უნდა გაგვეტანა. შთამბეჭდავი ფეხბურთი იყო, უბრალოდ ვაუ!
მიმაჩნია, რომ პირველად დავამტკიცეთ 100%-ით, რომ სწორ ადგილას ვართ. ვიბრძოლებთ და ვნახოთ, სადამდე მივალთ.
არ მახსენდება, რომ ნანახი მქონდეს ასეთი დატანჯული სიტი, როგორიც დღეს ვიხილეთ, დიდებულები ვიყავით.
კარგი თამაში - შედეგის დედაა. უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც კარგად გამოგვდის." - აღნიშნა ლივერპულის მწვრთნელმა.