ტორინოსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ბოლომდე დარჩა და თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა.
მარიო რუისთან ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ქართველმა მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო, თუმცა ტურინელებმა თავიანთი გოლით სამ წუთშივე უპასუხეს.
კვარა მოედანზე საუკეთესო იყო, რაც მატჩის შეფასებაზეც აისახა - SofaScore-მ ხვიჩას მატჩის ყველაზე მაღალი, 8.0 შეფასება დაუწერა. [ასეთივე შეფასება მიიღო ტორინოს მეკარემ, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმაც].
მოედანზე 76-ე წუთზე შემოსულ საბა საზონოვს კი იგივე გამოცემისგან 6.8 შეფასება ერგო.