იკერ კასილასმა The Best-ის ცერემონიის შედეგებით უკმაყოფილება გამოთქვა.
რეალის ექს-გოლკიპერი უკმაყოფილო დარჩა იმ სქემით, რომელიც FIFPro-ს სიმბოლური თერთმეტეული წარმოგვიდგინეს.
„1-3-3-4.
ეს არც ლატარეის ნომერია და არც რომელიმე ქვეყნის სატელეფონო კოდი. არც ჩემი აიფონის კოდია, ეს ახალი საფეხბურთო სქემაა!
შემდეგი სიმბოლური თერთმეტეულისთვის 1-10 სქემა აირჩიეთ.“ - წერს იკერი სოციალურ ქსელში.
თვითონ სიმბოლური კი ასე გამოიყურება: ტიბო კურტუა, კაილ უოკერი, ჯინ სტოუნსი, რუბენ დიაში, ბერნარდო სილვა, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე, ლეო მესი, ვინისიუსი.