ესპანური ფეხბურთისა და სპორტის ლეგენდამ სერხიო რამოსმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა:
"როგორი მომენტია, ძმაო! დონ ილია თოფურია, გილოცავ! ისიამოვნე, შენ ამას იმსახურებ! ნომერი 1 ხარ." - დაწერა რამოსმა სოციალურ ქსელში.

ილია თოფურიამ UFC 298-ზე ალექს ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და ქამრის მფლობელი გახდა.