ბრაიტონმა ბოკა ხუნიორსიდან ვალენტინ ბარკო დაიმატა.
მოთამაშემ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ არგენტინელები 10 მილიონ ევროს მიიღებენ.
ბარკოს მარცხენა ფლანგზე ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, როგორც მცველად, ისე ნახევარმცველად და შემტევად.
ის არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა, ახლა კი 23-წლამდე გუნდის წევრია.