მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრების მაისურით მორიგი მიღწევა დააფიქსირა.
სალვადორთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში, ბენფიკას ვინგერმა ნაკრებში მორიგი საგოლე პასი მიითვალა.
ეს ასისტი დი მარიასთვის ნაკრებში 27-ე აღმოჩნდა და მან დიეგო მარადონა ჩამოიტოვა უკან, რომელსაც 26 საგოლე პასი ჰქონდა.
არგენტინის ნაკრების აბსოლუტური რეკორდსმენი ასისტებით კი ლეო მესია, რომელმაც თანაგუნდელებს 54-ჯერ გაატანინა.
კომენტარები