მადრიდის რეალმა სერია ა-ს მორიგი წარმომადგენელი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რონალდუს წასვლის შემდეგ პირველად გავიდა.
რეალი 3:1 ატალანტა - მიმოხილვა
ეს ასევე პირველი შემთხვევაა, 2005/06 სეზონის შემდეგ, როცა რეალი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს გავიდა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ. მაშინ პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ჯგუფში ჩარჩა, რეალი კი 1/8 ფინალში დამარცხდა.
კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 70-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. ლეგენდარულ რაულამდე კარიმს მხოლოდ 1 გოლი აშორებს.
მე-15 გოლი შეაგდო სერხიო რამოსმა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე უხგვოლიან მცველს, რობერტო კარლოსს წამოეწია. კარლოსს ტურნირზე 16 გოლი აქვს გატანილი, რამოსს კი რეალური შანსი აქვს კარიერის ბოლომდე საუკეთესო მცველი ბომბარდირი გახდეს ტურნირის ისტორიაში.
რამოსის მორიგმა გამარჯვებამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოკვეთა - 2013 წლის შემდეგ, რეალი ერთადერთხელ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან ისე, რომ რამოსი თამაშობდა. ეს ერთადერთი შემთხვევა 2015 წელს მოხდა იუვენტუსთან და იმ მატჩშიც, რამოსი გუნდში ტრავმიანობის გამო ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა.
მცველები ყველაზე მეტი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე:
16 - რობერტო კარლოსი
15 - სერხიო რამოსი
15 - ჟერარდ პიკე
15 - ივან ელგერა
ზინედინ ზიდანმა პლეი-ოფებში თავისი მეცამეტე დუელი მოიგო, 14-დან. ერთადერთ გუნდად, ვინც ზიდანის ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხება მოახერხა, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი რჩება.
რეალმა იტალიურ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ს მოგება მოახერხა. ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელმაც 2015 წლის შემდეგ რეალის დამარცხება მოახერხა იუვენტუსი იყო, 2018 წელს, თუმცა იმ შემთხვევაშიც ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული რეალი გამოდგა.
რეალის ბოლო მატჩები იტალიურ გუნდებთან:
რომა 0:2 რეალი, რეალი 2:0 რომა - 2015/16
რეალი 3:1 ნაპოლი, ნაპოლი 1:3 რეალი - 2016/17
იუვენტუსი 1:4 რეალი - 2016/17
იუვენტუსი 0:3 რეალი, რეალი 1:3 იუვენტუსი - 2017/18
რეალი 3:0 რომა, რომა 0:2 რეალი - 2018/19
რეალი 3:2 ინტერი, ინტერი 0:2 რეალი - 2020/21
ატალანტა 0:1 რეალი, რეალი 3:1 ატალანტა - 2020/21