მადრიდის რეალი იტალიაში ძალიან დიდი დანაკლისით ჩავიდა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო.
მატჩის ბედზე დიდი გავლენა იქონია 17' წუთზე მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც საჯარიმოში შემავალი ფერლანდ მენდი ატალანტას საყრდენმა ნახევარმცველმა მოცელა და ამისთვის წითელი ბარათი მიიღო.
ამის შემდეგ რეალი მატჩს ძალიან აგრესიულად დომინირებდა და კარის მიმართულებით ცხრაჯერ მეტი (18) დარტყმა განახორციელეს ვიდრე იტალიელებმა (2), მაგრამ გოლის გატანა 86' წუთამდე ვერ მოახერხეს.
86' წუთზე წითელი ბარათის მომპოვებელმა მენდიმ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და ოფიციალურად მოიპოვა მატჩის გმირის სტატუსი, როცა თავისი სუსტი, მარჯვენა ფეხით ბურთი საჯარიმოს გარედან ატალანტას კარში გადაგზავნა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ფრანგი ფლანგის მცველი დასახელდა.