კარიმ ბენზემა და ვინიციუს ჯუნიორი რეალის ფანების გულების გახარებას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც განაგრძობენ
მიმოხილვა - შახტარი 0:5 რეალი
მადრიდის რეალი ლიგის მესამე ტურში დონეცკის შახტარს ესტუმრა და უკრაინელებზე წინა სეზონში განცდილი ორი მარცხის გამო შური ულამაზესი მოგებით იძია
გოლი რეალის სამივე შემტევმა გაიტანა - ორი ვინიციუსმა, ერთი როდრიგომ და ერთი ბენზემამ. მოდრიჩმა, ასენსიომ და ბენზემამ კი საგოლე გადაცემები მიითვალეს
კარიმ ბენზემას ამ სეზონში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ფრანგი თავდამსხმელი გოლს ან საგოლე გადაცემას ყოველ 51' წუთში ერთხელ აკეთებს.
შესანიშნავ ფორმაშია ვინიციუს ჟუნიორიც, რომელმაც 11 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააგროვა და გოლს ან საგოლე პასს 69' წუთში ერთხელ გვთავაზობს
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად Whoscored-ის ვერსიით ბენზემა დასახელდა.