ესპანეთის ნაკრებმა მორიგ დაძაბულ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი გახდა.
ფურია როხა ტურნირის ნახევარფინალში ევრო 2012-ს შემდეგ პირველად ითამაშებს, მაშინ ესპანელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მიმოხილვა - ესპანეთი 1:1 (3:1) შვეიცარია
1/2 ფინალურ ეტაპზე ლუის ენრიკეს გუნდი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება - ეს იტალიისა და ესპანეთის ზედიზედ მეოთხე დაპირისპირება იქნება ევროპის ჩემპიონატებზე.
ბოლო ევრო რომელმაც ამ გუნდების დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, ევრო 2004 იყო. მაშინ ესპანეთიც და იტალიაც ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო იმის შემდეგ გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველი ორი დაპირისპირება (2008 და 2012 წლებში) ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა, ევრო 2016-ზე კი კიელინისა და გრაციანო პელეს გოლებით გამარჯვება იტალიელებს დარჩათ.
უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს 2017 წელს შეხვდნენ მუნდიალის საკვალიფიკაციოზე, ის მატჩი ესპანელებმა 3:0 მოიგეს. იმ შეხვედრის მთავარი ვარსკვალვები ისკო, ინიესტა და სერხიო რამოსი იყვნენ - ახლა ესპანეთს არცერთი მათგანი არ ეყოლება.