იტალიის ეროვნული ნაკრებმა დაძაბულ პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა.
მარიო ლოკატელის გაცუდებული პენალტის შემდეგ, იტალიამ ზედიზედ 4 დარტყმა შეასრულა ზუსტად. ესპანეთიდან კი პენალტები დანი ოლმომ და ალვარო მორატამ გააფუჭეს, რამაც ფურია როხას ტურნირიდან გავარდნა გამოიწვია.
მიმოხილვა - იტალია 1:1 (4:2) ესპანეთი
იტალიელები ამ საუკუნეში ჩატარებული 6 ევროპის ჩემპიონატიდან ფინალში მესამედ გავიდნენ, მაგრამ ტურნირი 1968 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
წინა ორ ფინალში სკუადრა აძურა საფრანგეთთან და ესპანეთთან დამარცხდა, ახლა კი ეს ორი გუნდი საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
რობერტო მანჩინის გუნდმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა, რაც იტალიელებისთვის აბსოლუტური რეკორდია. აქამდე მათი საუკეთესო მაჩვენებელი ევრო 2000-ზე გატანილი 9 გოლი იყო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დასახელდა, რომელმაც ძირითად დროში იტალიელების ერთადერთი გოლი გაიტანა.