ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს.
22 წლის შემტევი იჯარის წესით წყალტუბოს სამგურალიდან იერუსალიმის ბეითარში გადავიდა. ზაფხულში ისრაელის კლუბს ქართველის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ხორხელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, საკლუბო ასპარეზზე კი ბოლნისის სიონსა და წყალტუბოს სამგურალში გამოდიოდა.
რაც შეეხება ბეითარს, გუნდი ისრაელის 14-გუნდიან ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-9 ადგილზეა.