პრემიერ ლიგის 28-ე ტურის დასკვნით მატჩში ჩელსიმ ნიუკასლი 3-2 დაამარცხა.
ლონდონელთა მხრიდან გოლები ნიკოლას ჯექსონმა, კოულ პალმერმა და მიხაილო მუდრიკმა გაიტანეს.
მე-6 წუთზე პალმერის დარტყმულს მიმართულება ჯექსონმა უცვალა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-11 გოლი გაიტანა კოულ პალმერმა.
ნიუკასლის ფეხბურთელებმა მიხაილო მუდრიკი ვერ შეაჩერეს.
ჩელსიმ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.