ვკრიშტიანუ რონალდუსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილი ინფლუენსერი iShowSpeed სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
ცნობილმა ამერიკელმა სტრიმერმა პარი სენ-ჟერმენის ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად საინტერესო დრო გაატარა, რაც Twitch-ის პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ორივე მათგანი კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს საფეხბურთო ვიდეოთამაშ FC 27-ში დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ, გამარჯვება ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა, რამაც ამერიკელი სტრიმერის უკმაყოფილება გამოიწვია.
თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა.