ლივერპულის კარში ერთადერთი გოლის ავტორმა, ჯონ სტოუნსმა, განვლილი მატჩი (1:1) შეაფასა.
„დასაწყისში საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ალბათ, მათი გამოყენება და წინ გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
ვიცით, რა გველოდება, როცა აქ ჩამოვდივართ. გასახდელში ცოტა დათრგუნულები ვიყავით. აქ მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ძალიან რთული სტადიონია.
ვფიქრობ, მეორე ტაიმში მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო და ამან სიტუაცია ცოტა დააბალანსა. ამიტომ, ქულას ვჯერდებით.
ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. ასე ვუდგებით ყველა თამაშს. უნდა გავაგრძელოთ, დღევანდელი მატჩიდან დადებითი მომენტები ამოვიღოთ და შემდეგ თამაშს დაველოდოთ." - აღნიშნა სტოუნსმა.