თურქულმა კლუბმა გიოზთეფემ საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი, პირველი გუნდიდან მოკვეთა.
,,საზოგადოების საყურადღებოდ,
ჩვენმა კლუბმა პროფესიონალური საფეხბურთო A გუნდის მოთამაშის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ დისციპლინური პროცესი დაიწყო იმ ინციდენტების გამო, რომლებიც გუშინ საღამოს გაზიანთეფთან გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.
დისციპლინური პროცესის დასრულებამდე ჩვენი ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს." - წერია კლუბის განცხადებაში.
თურქეთის სუპერ ლიგის მე-4 ტურში გიოზთეფემ გაზიანთეფთან 2-4 წააგო, ლუკა გუგეშაშვილმა კი ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, რის გამოც გულშემატკივრების სტვენა და ობსტრუქცია მიიღო, შესვენებაზე კი მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შეცვალა.
მატჩის შემდეგ ლუკამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
,,მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ზოგჯერ ყველაფერი ისე გამოდის, როგორც გვინდა, ზოგჯერ კი - არა. ფეხბურთში არის როგორც კარგი, ისე ცუდი დღეები. მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლას, ჩემს ხასიათსა და იმ ძალისხმევას, რომელსაც ამ მაისურისთვის ვიღებ.
ის, რასაც დღეს აკეთებთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებსაც ეს კლუბი ნამდვილად უყვართ და ნებისმიერ სიტუაციაში გუნდის გვერდით დგანან. მათ მიმართ უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა მაქვს.