მოჰამედ სალაჰმა ლივერპულში საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.
ეგვიპტელს ჰკითხეს, იქონიებდა თუ არა გავლენას მომავალი მწვრთნელის ვინაობა კლუბში მის მომავალზე:
"არა, ერთ დღეს კლუბს დავტოვებ, მაგრამ ეს ახალ მწვრთნელზე არ იქნება დამოკიდებული." - უთხრა სალაჰმა Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულს იურგენ კლოპი ტოვებს.