ლაიფციგის მარცხენა მცველი ანხელინო, დიდი ალბათობით კარიერას იტალიურ რომაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ესპანელი ფეხბურთელი რომას სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.
ივნისში რომას ანხელინოს გამოსყიდვა 5 მილიონ ევროდ შეეძლება.
ანხელინო მან სიტის აღზრდილია, საიდანაც 2021 წელს ის ლაიფციგმა გამოისყიდა, რის შემდეგაც უკვე ორჯერ გაანათხოვრა - ჯერ ჰოფენჰაიმში, შემდეგ კი გალათასარაიში, სადაც ფეხბურთელმა ამ სეზონის პირველი ნახევარი გაატარა.