ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი პოლიციამ M6 ავტომაგისტრალზე მანქანის მართვისას ტელეფონში ვიდეოს ყურების გამო დააჯარიმა და აღნიშნული საქმე სასამართლოში განიხილეს.
25 წლის ფეხბურთელი პოლიციამ მას შემდეგ გააჩერა, რაც შენიშნეს, რომ Audi-ს მარკის ავტომობილის საჭესთან ტელეფონში იყურებოდა, რის შემდეგაც ის პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე გადააჯინეს. საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც მერსისაიდულ გრანდს 2025 წელს შეუერთდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი გზაზე ტრანსპორტის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებაში.
ვორინგტონის გაერთიანებულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მას 440 ფუნტი სტერლინგის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა გამოეწერა. გარდა ამისა, მას 120 ფუნტი სასამართლო ხარჯების და 176 ფუნტი დაზარალებულთა ფონდისთვის გადახდა დაევალა.