ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურნირის ბოლო ორი გამარჯვებული, სიტი და რეალი შეხვდებიან.
პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, საპასუხო კი - ეტიჰადზე.
საინტერესოა, რომ რეალს მანჩესტერ სიტის სტადიონზე თამაში არასდროს არ მოუგია.
სამეფო კლუბმა ეტიჰადზე თავის ისტორიაში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ფრე ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.
2022-ში მარცხის (3:4) მიუხედავად, რეალმა ბერნაბეუზე 3:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, შარშან კი 0:4 განადგურდა (1:1 ბერნაბეუზე).