ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პსვ-მ და დორტმუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შეხვედრა ნიდერლანდებში, ფილიპს სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში 24-ე წუთზე დონიელ მალენმა მარსელ საბიტცერის პასით გახსნა, 56-ზე კი ლუკ დე იონგმა პენალტით წონასწორობა აღადგინა და პსვ-ს მატჩი გადაურჩინა.
ამრიგად, მერვედფინალური ეტაპის პირველი ფრეც მივიღეთ - გუნდებს ერთმანეთში უძლიერესის გასარკვევად კიდევ მინიმუმ 90 წუთი ექნებათ.