მიკელ არტეტა პრემიერ ლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
არსენალის ესპანელმა თავკაცმა თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო.
თებერვალში ლონდონურმა კლუბმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, ბურთების სხვაობა კი +16 ჰქონდა.
არტეტას გარდა გასული თვის საუკეთესოობისთვის პეპ გვარდიოლა (მან სიტი) და ერიკ ტენ ჰაგი (მან იუნაიტედი) იბრძოდნენ.