10 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის ტურის, წრის და შეიძლება, წლის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება.
ლივერპული - მანჩესტერ სიტი. სტადიონი: ენფილდი, თბილისის დროით 19:45. პირდაპირი ტრანსლაცია - adjarabetarena-ზე, სრულიად უფასოდ
უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ლივერპულს სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში უბრუნდება გუნდის ლიდერი მო სალაჰი, რომელმაც შუა კვირაში სპარტა პრაღასთან 16 წუთი ითამაშა.
მან სიტის მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები არ აქვს - ფილ ფოდენმა მანჩესტერული დერბის შემდეგ დისკომფორტი უკან მოიტოვა, ყველაზე დიდი დანაკლისი კი ჯეკ გრილიშია.
ლივერპული
ლივერპულმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 20 მატჩი მოიგო - იმდენივე, რამდენიც მთელ წინა სეზონში
წითლებმა ლიგაში ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგეს, ერთადერთი გამონაკლისი არსენალთან 4 თებერვლის მატჩია (1:3).
იურგენ კლოპის გუნდმა ამ სეზონში წამგებიანი პოზიციიდან 22 ქულა მოიპოვა, ერთით მეტი - ვიდრე მან სიტიმ.
90+ წუთზე ლივერპულმა 2023/24-სეზონში 10 გოლი გაიტანა - ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ სეზონში ლივერპულს შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა 22 გოლი მოუტანეს - 11 გოლი და 11 ასისტი.
დარვინ ნუნიესს ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩში 8 გოლი და 3 ასისტი აქვს.
მოჰამედ სალაჰმა მან სიტის წინააღმდეგ ბოლო 19 გამართულ მატჩში 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლუის დიასმა ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და საერთოდ, ენფილდზე გამართულ თავის 29-ვე მატჩში დაუმარცხებელია.
მან სიტი
ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მან სიტიმ შესაძლოა ზედიზედ 10 გასვლითი გამარჯვება მოიპოვოს, რაც აქამდე გვარდიოლას ხელში უკვე ორჯერ მომხდარა.
სიტი ბოლო 12 პრემიერ ლიგის მატჩში დაუმარცხებელია, 10 გამარჯვება და 2 ფრე
ფილ ფოდენმა ამ სეზონში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია კარიერაში
ერლინგ ჰალანდმა ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.
როდრი 60 მატჩია დაუმარცხებელია, რაც პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. უკანასკნელი მარცხი ესპანელმა 2023-ს თებერვალში, ტოტენჰემთან განიცადა.
ციფრები:
ლივერპულმა ენფილდზე მან სიტისთან ბოლო 20 გამართული მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო [13 მოიგო და 6 ფრე]
თუმცა, მან სიტისთან გამართული ბოლო 8 მატჩიდან ლივერპულმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - წინა სეზონში, ენფილდზე, 1:0.
ამ ორ გუნდს შორის ბოლო 30 პრემიერ ლიგური მატჩიდან, მხოლოდ ორი მოიგო სტუმარმა გუნდმა.
ორივე გუნდმა ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 5-ვე მატჩი მოიგო.
ვერ ითამაშებენ:
ლივერპული: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, ალისონი, ბაიცეტიჩი, დიოგუ ჟოტა, გრავენბერხი, კურტის ჯონსი, ჯოელ მატიპი, ტიაგო.
ეჭვქვეშ არის კონატეს მონაწილეობა.
მან სიტი: ჯეკ გრილიში
ეჭვქვეშ არის დოკუს და მათეუს ნუნიესის თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: კელეჰერი, გომესი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, ენდო, სობოსლაი, მაკ ალისტერი, დიასი, სალაჰი, ნუნიესი.

მან სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნსი, დიაში, აკე, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდუ, ფოდენი, ალვარესი, ჰალანდი.

მთავარი არბიტრი: მაიკლ ოლივერი (39).
ამ სეზონში ჯამში იმუშავა 24 მატჩზე - 111 ყვითელი, 3 მეორე ყვითელი, 2 წითელი, 5 პენალტი დანიშნა.
უშუალოდ პრემიერ ლიგაში: 18 მატჩი - 76 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი, 0 წითელი, 0 პენალტი.
კომენტარები