ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ლევერკუზენის ბაიერს ყარაბაღთან დიდი ბრძოლა მოუწია.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2-2 დასრულდა. აზერბაიჯანში გერმანელები ორი ბურთით აგებდნენ, მაგრამ მატჩის ფრედ დასრულება მოახერხეს.
დღეს კი თამაში იმავე სცენარით განვითარდა. 67-ე წუთზე ანგარიში 0-2 იყო ათკაციანი ყარაბაღის სასარგებლოდ და ლევერკუზენი კიდევ ერთხელ იყო ახლოს წაუგებელი სერიის დასრულებასთან.
72-ე წუთზე ამ სეზონის გამორჩეულმა დუეტმა კვლავ გამოიჩინა თავი, ალეხანდრო გრიმალდოს საგოლე გადაცემით ჯერემი ფრიმპონგმა 1-2 გახადა ანგარიში.
მატჩის კულმინაცია კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვიხილეთ. 93-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პატრიკ შიკმა წინა მატჩის მსგავსად ანგარიში გაათანაბრა, საგოლე გადაცემის ავტორი კვლავ გრიმალდო გახდა.
აზერბაიჯანელები უკვე დამატებით დროზეც თანახმა იყვნენ, თუმცა ჩეხი თავდამსხმელი ეზეკიელ პალასიოსის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.
ასე და ამგვარად, ლევერკუზენის ბაიერნი ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
ყველაფერთან ერთად ჩაბი ალონსოს გუნდი წაუგებელ სერიასაც აგრძელებს, რომელიც უკვე 37 მატჩს ითვლის.