ლაციომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაურიციო სარის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელმა სპეციალისტმა რომაული კლუბი თვითნებურად დატოვა.
სარის ნაცვლად, დროებითი მწვრთნელის როლს მისი ასისტენტი, ჯოვანი მარტუშიელო მოირგებს.
მიმდინარე სეზონში ლაციო სერია ა-ში მე-9 ადგილს იკავებენ. გუნდმა სარის ხელმძღვანელობით ბოლო ზედიზედ ოთხი შეხვედრა დათმო და ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთიშა.
სარის ბოლო შეხვედრაში ლაციო უდინეზესთან 1:2 დამარცხდა.