იურგენ კლოპის აზრით, მან სიტისთან მატჩის მიწურულს ლივერპულს სუფთა პენალტი არ დაუდეს.
„ასპროცენტიანი პენალტი იყო, მაგრამ ისინი მაინც იპოვნიან გამართლებას.
ეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ჯარიმაა და ალბათ, ყვითელი ბარათიც.
ყველა ადამიანი, ვისაც ჩემს გვერდით iPad-ი ეკავა, ხმამაღლა ამბობდა, რომ ყველაფერი აშკარაა.
შესაძლოა, ისინი მოეფარონ ფრაზას, რომ ყველაფერი ასე ცალსახა და ერთგვაროვანი არ ყოფილა.
რა თქმა უნდა, ეს არის პენალტი, რომლის შესრულების უფლებაც არ მოგვცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ შეგვიძლია ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, როგორიც დღეს. უამრავი დადებითი რამ დავინახე." - აღნიშნა კლოპმა.