• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012Contact@adjarabetarena.com

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
კიტეიშვილი და აზაროვი ლიგაზე პირველ გამარჯვებას უმიზნებენ, ასტონ ვილა ბაიერნს დაუხვდება, რეალი კი ლილს ესტუმრება
ფეხბურთიფეხბურთი
ევრო-2024ევრო-2024
გურანდაგურანდა

კიტეიშვილი და აზაროვი ლიგაზე პირველ გამარჯვებას უმიზნებენ, ასტონ ვილა ბაიერნს დაუხვდება, რეალი კი ლილს ესტუმრება

03 ოქტ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღეს, მაყურებელი კვლავ 9 თამაშს იხილავს.
ოთარ კიტეიშვილი თავის კარიერაში მე-2 მატჩს ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგაზე. ბრესტთან მარცხის შემდეგ, დღეს მისი შტურმ გრაცი საკუთარ კედლებში ბრიუგეს უმასპინძლებს.
გადადი ამ ლინკზე და შეარჩიე შენთვის სასურველი თამაში, რომლის ყურებასაც სრულიად უფასოდ შეძლებ.
20:45 
ჟირონა - ფეიენოორდი
პირველ ტურში კატალონიური კლუბის ისტორიული დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდი პარკ დე პრენსზე პსჟ-ს ბოლო წუთამდე ებრძოდა და მატჩი მხოლოდ მეკარის შეცდომის გამო, ბოლო წუთებზე წააგო (0:1). ფეიენოორდი კი საკუთარ კედლებში ლევერკუზენთან (0:4) განადგურდა. დღეს ორივე გუნდი ლიგაზე თავისი პირველი ქულებისთვის იბრძოლებს
შახტარი - ატალანტა
პირველ ტურში ორივე ამ გუნდმა ნულოვანი ფრე ითამაშა - ატალანტამ საკუთარ მოედანზე არსენალს თამაშით აჯობა, გოლის გატანის იდეალური შანსიც ჰქონდა პენალტის სახით, თუმცა ისიც ვერ გამოიყენა და ლონდონელები შინ ქულით გაუშვა. ირაკლი აზაროვის შახტარმა კი სხვა იტალიურ გუნდს, ბოლონიას ვერ აჯობა (0:0). 
23:00
ასტონ ვილა - ბაიერნი
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება. პირველ მატჩებში ორივე გუნდმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვ ა- ასტონ ვილამ იანგ ბოიზი სტუმრად 3:0 გაანადგურა, ბაიერნმა კი ზაგრებს 9 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.
ბენფიკა - ატლეტიკო
პირველ ტურში პორტუგალიელებმა ცრვენა ზვეზდას სტუმრად 2:1 მოუგეს, ატლეტიკომ კი ურთულეს ბრძოლაში იმავე ანგარიშით ლაიფციგის წინააღმდეგობა დაძლია. სიმეონეს გუნდს სამი დღის წინ დამღლელი მადრიდული დერბიც ჰქონდათ, რაც შეიძლება არწივების შანსი იყოს.
ზაგრები - მონაკო
პირველ ტურში განცდილი სრული კრახის შემდეგ (ბაიერნთან 2:9), ხორვატები საკუთარ მოედანზე ბარსელონას დამმარცხებელი (2:1) მონაკოს წინააღმდეგ წარსდგებიან და გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდებიან, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება. 
ლილი - რეალი
პირველ წრეში ლილი ლისაბონში სპორტინგთან პრაქტიკულად უშანსოდ (0:2) დამარცხდა, რეალმა კი საკუთარ კედლებში შტუტგარტთან უდიდეს წინააღმდეგობას შეხვდა, თუმცა მაინც იმარჯვა - 3:1. მადრიდელებს ნაადრევად დაუბრუნდათ კილიან მბაპე, თუმცა ძმები მბაპეების დაპირისპირებას მაინც ვერ ვიხილავთ - უმცროსმა ეთანმა დაზიანება მიიღო და გარკვეული პერიოდი გაუცდება.
ლივერპული - ბოლონია
არნე სლოტმა ლივერპულთან ერთად ლიგის სადებიუტო მატჩში სან სიროზე მილანი თითქმის უშანსოდ 3:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩში ანგარიში როსონერიმ გახსნა. რაც შეეხება ბოლონიას, გუნდი პირველ წრეში საკუთარ კედლებში დონეცკის შახტარს დაუზავდა - 0:0.
ლაიფციგი - იუვენტუსი
პირველ წრეში გერმანელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ატლეტიკოს ვანდაზე უგებდნენ კიდეც, თუმცა სიმეონეს გუნდმა მისთვის ჩვეული საბრძოლო სულისკვეთება გამოიჩინა და მატჩი 2:1 მოიგო. იუვენტუსმა პსვ დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
შტურმი - ბრიუგე
პირველ წრეში ოთო კიტეიშვილის შტურმი სტუმრად ბრესტთან 1:2 დამარცხდა და დღეს ლიგაზე პირველი ქულების მოპოვებას ბრიუგესთან ეცდება, რომელმაც, თავის მხრივ, დორტმუნდთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც 0:3 წააგო.

G

Gela gelashvili

ლუკა დონჩიჩი
ჯეიმს ჰარდენი
ლებრონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სოულეს ულამაზესი გოლი - რომაული დერბი ფრედ დასრულდა

•კალათბურთი

კალათბურთი

სოულეს ულამაზესი გოლი - რომაული დერბი ფრედ დასრულდა
•კალათბურთი

კალათბურთი

მარკუს რაშფორდმა ლამინ იამლაი გამოარჩია.

•კალათბურთი

კალათბურთი

მარკუს რაშფორდმა ლამინ იამლაი გამოარჩია.
•კალათბურთი

კალათბურთი

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს

•ევრო-2024

ევრო-2024

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს
•ევრო-2024

ევრო-2024

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს

•კალათბურთი

კალათბურთი

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

25 ივლ, 2025

სოულეს ულამაზესი გოლი - რომაული დერბი ფრედ დასრულდა

News image

25 ივლ, 2025

მარკუს რაშფორდმა ლამინ იამლაი გამოარჩია.

News image

25 ივლ, 2025

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს

News image

25 ივლ, 2025

ლივერპული ისაკისადმი ინტერესს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება